English / ქართული / русский /
გიორგი თეთრაული
ინფლაციის თარგეთირების ეფექტიანობის შეფასება (საქართველოს მაგალითზე)

ანოტაცია

ინფლაციის თარგეთირება წარმოადგენს თანამედროვე მონეტარული პოლიტიკის ერთ-ერთ ყველაზე აქტუალურ საკითხს. მიზნობრივი ინფლაციის მაჩვენებელი ასრულებს ქვეყნის ფულადი ბაზრის რეგულირების მნიშვნელოვანი ორიენტირის როლს, მონაწილეობს ძირითადი მაკროეკონომიკური გადაწყვეტილებების დაგეგმვისა და განხორციელების პროცესში. ამდენად, ინფლაციის სწორი თარგეთირება და ამ პროცესის დროული ადეკვატური შეფასება გადამწყვეტ როლს თამაშობს ამ რეჟიმის წარმატების უზრუნველყოფაში.
მოცემული სტატიის მიზანია ინფლაციის თარგეთირების პოლიტიკის ეფექტიანობის შეფასების ზოგიერთი მეთოდის განხილვა საქართველოს მაგალითზე.

საკვანძო სიტყვები: ინფლაციის თარგეთირება, ავტოკორელაცია.

შესავალი

ინფლაციის თარგეთირების საკითხი სულ უფრო აქტუალური ხდება თანამედროვე ეკონომიკურ პოლიტიკაში. ამის მიზეზი შედარებით მაღალი ინფლაციის უარყოფითი შედეგებია: საფრთხე იქმნება ბიზნესის საინვესტიციო და საკრედიტო შესაძლებლობებისთვის, უარესდება ცხოვრების დონე, ხდებ აშემოსავლის ფარული გადანაწილება ეკონომიკურ სუბიექტებს შორის, იზრდება სოციალური დაძაბულობა. ინფლაციის რეგულირების მეთოდები ძირითადად საერთოა სხვადასხვა ქვეყნისთვის, თუმცა თავისებურებებიც ახასიათებს. ეს თავისებურებები მრავალი ფაქტორის გამო იქმნება: ინფლაციის ტიპი, დონე, ზოგადი მაკროეკონომიკური მდგომარეობა, ქვეყნის ინსტიტუციური მოწყობა და სხვა.
თარგეთირების რეჟიმზე გადასვლა დაკავშირებული იყო ტრადიციული მეთოდების არაეფექტიანობასთან მზარდი გლობალიზაციის პირობებში. თავდაპირველად ინფლაციის თარგეთირება განვითარებულ ქვეყნებში ხორციელდებოდა, თუმცა 1990-იანი წლების შემდეგ მისი გამოყენება გარდამავალი ეკონომიკის მქონე ქვეყნებშიც დაიწყო.
ინფლაციის თარგეტირება წარმოადგენს ღონისძიებების კომპლექსს, რომელსაც ქვეყნის ცენტრალური ბანკი იყენებს ინფლაციური პროცესების რეგულირების მიზნით. თარგეთირება, როგორც წესი, 4 სტადიისგან შედგება [Логвиненко Е.В...2014: 2]: კონკრეტული პერიოდისთვის ინფლაციის გეგმური მაჩვენებლის განსაზღვრა, ინფლაციის კონტროლის მიზნით შესაბამისი მონეტარული ინსტრუმენტის არჩევა, აუცილებლობიდან გამომდინარე, ამ ინსტრუმენტის გამოყენება, საანგარიშო პერიოდის ბოლოს ინფლაციის ფაქტობრივი და გეგმიური მაჩვენებლების შედარება და მონეტარული პოლიტიკის ეფექტიანობის შეფასება.

ინფლაციის თარგეთირების არსი და მისი ეფექტიანობის შეფასება

თარგეთირების პროცესი შეიძლება განისაზღვროს როგორც მონეტარული პოლიტიკის საბოლოო და შუალედური(ოპერაციული) მიზნების ერთობლიობა. შუალედური მიზნების სახით შეიძლება ისეთი ინდიკატორები იქნეს გამოყენებული, როგორიცაა ფულის მასის აგრეგატები, საპროცენტო განაკვეთები, ფინანსური ბაზრის ინსტრუმენტების შემოსავლიანობის მაჩვენებლები, ვალუტის გაცვლითი კურსი და სხვა. ამასთან ერთად, ხდება მონეტარული გადაცემის მექანიზმების ანალიზი იმისთვის, რომ შესაძლებელი იყოს კონკრეტული ღონისძიების მოსალოდნელი შედეგების პროგნოზირება და ოპერაციულ მიზნებთან შესაბამისობის შემოწმება.
ინფლაციის თარგეთირება გულისხმობს მკაფიო, რაოდენობრივად განსაზღვრული ინფლაციის მიზნობრივი მაჩვენებლის არსებობას, რომელიც გამოდის მონეტარული პოლიტიკის ორიენტირის როლში, ხოლო კერძო სექტორისთვის არის ინფლაციური მოლოდინის ფორმირების საფუძველი. ეს მაჩვენებელი ქვეყნის ცენტრალური ბანკისა და მთავრობის ერთობლივი გადაწყვეტილებით მიიღება.
ინფლაციის თარგეთირების დროს მიზნობრივი მაჩვენებლის განსაზღვრა საკვანძო საკითხია. კონკრეტული თარგეთის დადგენის მიმართ არსებული თეორიული და პრაქტიკული საკითხები ერთმანეთისგან განსხვავდება. მაკროეკონომიკური თეორიის თანახმად, მიზნობრივი ინფლაცია ნულის ტოლი (ახალი კეინზიანური პარადიგმის თანახმად), ან უარყოფითი (ფრიდმანის წესის თანახმად) უნდა იყოს. თუმცა პრაქტიკაში ყველა ცენტრალური ბანკი დადებით თარგეთს ადგენს. ამ შეუსაბამობის რამდენიმე მიზეზი არსებობს [Хэммонд, Д. 2012: 5-6]. პირველი მიზეზი იმაშია, რომ სტატისტიკური მეთოდებით გაზომილი ინფლაცია თავის ტენდენციაში რამდენადმე აჭარბებს რეალურად არსებულ ინფლაციას [United Nations, 2009: 188-195]. ამიტომ, ამ ეფექტის გათვალისწინებით, საჭიროა თარგეთი ნულზე მაღალი იყოს. მეორე მიზეზი იმაში მდგომარეობს, რომ ინფლაციის დადებითი თარგეთი ამცირებს ნომინალური საპროცენტო განაკვეთების ნულოვან დონემდე შემცირების ალბათობას. კიდევ ერთი მიზეზია დეფლაციის უარყოფითი შედეგები, რომელიც მოიაზრება ინფლაციის შედეგებთან შედარებით გაცილებით უარყოფით მოვლენად. ამ თვალსაზრისით, დადებითი მიზნობრივი ინფლაცია საშულებას იძლევა ვალის დეფლირების პროცესი თავიდან ავიცილოთ. და ბოლოს, დადებითი თარგეთი ნომინალური ხელფასის შემცირების წინააღმდეგ ერთ-ერთ საშუალებად მიიჩნევა.
ინფლაციის თარგეთირებას ახასიათებს აგრეთვე ნაკლოვანებები და პრობლემები [Сомова И. А. 2012: 8-9]:
გარდამავალ პერიოდში მყოფი ეკონომიკის მქონე ქვეყნებში ინფლაცია მრავალ ფაქტორზეა დამოკიდებული, რომელიც ნაკლებად ექვემდებარება სახელმწიფო კონტროლს. თუ ინფლაციის ფორმირებაზე ზეგავლენას ახდენს არა მონეტარული ფაქტორები, ცენტრალური ბანკის მიერ დიდი მოცულობის მონეტარული რესურსების გამოყენებაც კი შეიძლება არაეფექტიანი იყოს. ინფლაციის თარგეთის მიღწევაზე რესურსების კონცენტრირების შედეგად სხვა მაკროეკონომიკური ინდიკატორების მიზნობრივი მაჩვენებლების მიღწევა პრობლემატური ხდება. მოკლევადიან პერიოდში ამან შეიძლება გამოიწვიოს გამოშვების შეფერხება, ხოლო გრძელვადიან პერიოდში - GDP-ის და დასაქმების მნიშვნელოვანი მერყეობები.
გარდა ამისა, არსებობს მიზნობრივი ინფლაციის კონკრეტული მაჩვენებლის შერჩევის პრობლემა. ზოგიერთ ქვეყანაში გამოიყენება ე.წ. საბაზო ინფლაციის მაჩვენებელი, რომელიც ახდენს საკვები პროდუქტების და ენერგომატარებლების ჯგუფზე ფასების ცვლილების იგნორირებას. მისი გამოყენება იმით არის გამართლებული, რომ ის უკეთ ასახავს ინფლაციური პროცესების დინამიკას. თუმცა პრობლემა იმაშია, რომ საბაზო ინფლაციის თარგეთზე ორიენტირების დროს შესაძლებელია მივიღოთ ფაქტობრივი ინფლაციის მაჩვენებლის დიდი გადახრები თარგეთის მნიშვნელობიდან.
საქართველოს ეკონომიკაში ინფლაციის თარგეთირების პოლიტიკის ეფექტიანობის შეფასების მიზნით გამოყენებულ იქნა ფაქტობრივი ინფლაციის დინამიკური მწკრივის ისეთი მახასიათებლები, როგორიცაა სტანდარტული გადახრა და მწკრივის ავტოკორელაცია [Kim, S... 2006: 143-149]. შესაძლებელი რომ ყოფილიყო თარგეთირების ეფექტის გამოყოფა, ეს მაჩვენებლები გამოთვლილი და შედარებულ იქნა ორი სხვადასხვა პერიოდისთვის: თარგეთის შემოღებამდე _ 2009 წლამდე და თარგეთირების შემდეგ _ 2009 წლიდან დღემდე. გამოყენებულია თვიური სიხშირის დინამიკური მწკრივი, სამომხმარებლო ფასების ინდექსი წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით (წლიური ინფლაციის დონე).
ქვემოთ მოცემულია სტანდარტული გადახრის მაჩვენებლები აღნიშნული პერიოდებისთვის:

ცხრილი 1

სტანდარტული გადახრის მნიშვნელობები თარგეთის შემოღებამდე და მის შემდეგ

 

2000-2008

2009-2017

სტანდარტული გადახრა

2.959487

3.908345

*წყარო: ავტორის გამოთვლები

როგორც ანალიზიდან ჩანს, თარგეთირების პერიოდში ინფლაციის მაჩვენებლის რყევადობა გაზრდილია, რაც, ერთი შეხედვით, თარგეთირების პოლიტიკის არაეფექტიანობაზე მიანიშნებს. თუმცა სტანდარტული გადახრის ასეთი მნიშვნელობები შეიძლება შოკური მოვლენებით უფრო იყოს გამოწვეული. ამაში დასარწმუნებლად შეიძლება გრაფიკული ანალიზი გამოვიყენოთ:

 

გრაფიკი: სამომხმარებლო ფასების ინდექსის დინამიკა (წინა წლის შესაბამისი თვე=100)

*წყარო: საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური. http://www.geostat.ge/?action=page&p_id=127&lang=geo

გრაფიკზე ვერტიკალური ხაზით აღნიშნულია თარგეთირების რეჟიმზე გადასვლის მომენტი. აშკარაა, რომ 2009-2011 წლებში ინფლაციის მაჩვენებელი გაცილებით მერყევია, ვიდრე სხვა პერიოდებში. ეს, სავარაუდოდ, გამოწვეული იყო პოსტკრიზისული პერიოდის მოვლენებით და შემდგომი სტაბილიზაციით. ანალიზის ობიექტურობის გასაზრდელად მიზანშეწონილად ჩაითვალა სტანდარტული გადახრის გაანგარიშებისას ამ პერიოდის გამორიცხვა. შედეგად ვიღებთ შემდეგ სურათს:

ცხრილი 2

სტანდარტული გადახრის მნიშვნელობები თარგეთის შემოღებამდე და მის შემდეგ (გარეგანი შოკების გამორიცხვით)

 

2000-2008

2012-2017

სტანდარტული გადახრა

2.959487

2.481458

*წყარო: ავტორის გამოთვლები

ამჯერად ვიღებთ განსხვავებულ შედეგს: ინფლაციის რყევადობის მაჩვენებელი ნაკლებია თარგეთირების პერიოდში (შოკურ მოვლენებზე შესწორების შემდეგ). ეს ფაქტი დასკვნის გაკეთების საშუალებას იძლევა თარგეთირების არსებული პოლიტიკის წარმატებულობის შესახებ.
გარდა ჩატარებული ანალიზისა, შესაძლებელია სხვა მხრივაც მოხდეს თარგეთირების ეფექტიანობის შეფასება, კერძოდ, მისი „მუდმივობა“, ანუ წინა მნიშვნელობებზე დამოკიდებულება. ეს შესაძლებელია ავტოკორელაციის ფუნქციის გამოყენებით. შესაბამისი გამოთვლები პროგრამა Eviews-ში განხორციელდა, ტესტის ჩატარებისას ასევე მოხდა შოკური პერიოდის გამორიცხვა. შედეგები ქვემოთ არის მოყვანილი.

ცხრილი 3

ავტოკორელაციის ტესტის შედეგები

ლაგის სიგრძე

2000-2008

2012-2017

 

 

 

1

2

3

4

5

6

7

8

9

10

11

12

13

14

15

16

17

18

19

20

 

 

AC* 

 PAC**

 Q-Stat

 Prob

 

 

 

 

 

 

 

 

0.863

0.863

82.616

0.000

0.710

-0.134

139.09

0.000

0.559

-0.080

174.42

0.000

0.432

0.001

195.78

0.000

0.376

0.180

212.07

0.000

0.332

-0.029

224.87

0.000

0.311

0.049

236.22

0.000

0.330

0.160

249.15

0.000

0.301

-0.157

260.04

0.000

0.263

-0.026

268.46

0.000

0.224

0.036

274.58

0.000

0.202

0.105

279.61

0.000

0.292

0.396

290.29

0.000

0.373

-0.009

307.91

0.000

0.454

0.087

334.21

0.000

0.513

0.027

368.21

0.000

0.531

0.091

405.07

0.000

0.523

-0.014

441.21

0.000

0.476

-0.041

471.40

0.000

0.359

-0.218

488.78

0.000

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

AC 

 PAC

 Q-Stat

 Prob

 

 

 

 

 

 

 

 

0.877

0.877

37.009

0.000

0.729

-0.176

63.173

0.000

0.586

-0.054

80.471

0.000

0.453

-0.052

91.036

0.000

0.392

0.231

99.172

0.000

0.392

0.167

107.52

0.000

0.389

-0.069

115.93

0.000

0.391

0.025

124.69

0.000

0.382

0.009

133.24

0.000

0.335

-0.057

140.01

0.000

0.270

-0.066

144.55

0.000

0.176

-0.176

146.52

0.000

0.101

0.068

147.20

0.000

0.068

0.080

147.51

0.000

0.060

-0.005

147.76

0.000

0.070

-0.033

148.12

0.000

0.042

-0.234

148.26

0.000

-0.024

-0.089

148.30

0.000

-0.117

-0.104

149.42

0.000

-0.217

-0.059

153.39

0.000

 

 

 

 

 

 

 

 

 

*წყარო: ავტორის გამოთვლები

ავტოკორელა შემოწმება მოხდა 20 ლაგისთვის. როგორც ანალიზის შედეგებიდან ჩანს, პირველი წლის მანძილზე ავტოკორელაციის მაჩვენებელი თარგეთირების რეჟიმის პერიოდში უფრო მაღალია ვიდრე თარგეთირების შემოღებამდე პერიოდში. ერთი წლის შემდეგ კი სიტუაცია საპირისპიროდ იცვლება. შესაბამისად, თარგეტირების პერიოდში ინფლაციის მაჩვენებელი უფრო მოკლევადიან პერიოდში არის დამოკიდებული წინა მნიშვნელობებზე, ხოლო ერთი წლის შემდეგ ეს დამოკიდებულება მცირდება. ეს ნიშნავს, რომ თარგეთირების პოლიტიკის შედეგად ინფლაციური პროცესები ნაკლებად „ინერციული“ გახდა და ამის ნაცვლად მონეტარული პოლიტიკის ღონისძიებებზე არის დამოკიდებული.

დასკვნა

ანალიზის შედეგად დადგინდა, რომ საქართველოში ინფლაციის თარგეთირების რეჟიმი წარმატებულია. ამას მოწმობს თარგეთირების შემოღების შემდეგ ინფლაციის სტანდარტული გადახრის შემცირება (შოკურ მოვლენებზე კორექტირების გათვალისწინებით), რაც ნიშნავს ერთიანი ტრენდის უპირატესობას შემთხვევით რყევებთან შედარებით. გარდა ამისა, ავტოკორელაციების ანალიზი ასევე თარგეთირების პროცესის წარმატებას ადასტურებს: ავტოკორელაციის უფრო დაბალი მაჩვენებლები თარგეთირების პერიოდში ნიშნავს ინფლაციის მაჩვენებლის ნაკლებ დამოკიდებულებას წარსულ მნიშვნელობებზე, ინფლაცია ნაკლებად „მუდმივი“ მოვლენა გახდა.

გამოყენებული ლიტერატურა

 

1. David Vestin, IIES, Stockholm University, 2000. Price level targeting versus inflation targeting in a forward looking model, გვ. 3-11.
2. Soyoung Kim, Yung Chul Park. BIS Papers No 31. 2006. Inflation targeting in Korea: a model of success? გვ. 143-149.
3. United Nations, New York and Geneva, 2009. Practical Guide to Producing Price Indices, გვ. 188-195.
4. Джилл Хэммонд. Банк Англии, 2012. Практика инфляционного таргетирования, გვ. 5-6.
5. И. А. Сомова. Вестник НГУ, 2012. Таргетирование инфляции в россии: проблемы и перспективы. გვ. 8-9.
6. Логвиненко Е.В. Полякова М.Е. 2014. Макроэкономическое моделирование режима инфляционного таргетирования, გვ. 2.